გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ ანგარიში დაამტკიცა
30-06-2020, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, რამდენიმე თემაზე იმსჯელეს, მათ შორის, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლზე და საკანონმდებლო ინიციატივებზე.

 

 

კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების საკითხი შეისწავლა და კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ პროცედურის შესახებ კომიტეტის ანგარიში წარმოადგინა.

 

 

ანგარიში კომიტეტის სხდომაზე ნინო წილოსანმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის პროცედურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით განახორციელა. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების აღსრულების მდგომარეობა, მისი ეფექტიანობა, ამ ცვლილებების აღსრულების შემაფერხებელი ფაქტორები, საერთაშორისო რეგულირება და გამოცდილება, რის შემდეგაც შეიმუშავა რეკომენდაციები.

 

 

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, კომიტეტმა ეს პროცესი საჯაროდ წარმართა და ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მეწარმეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოუწოდა ამ პროცესში მონაწილეობისკენ, რათა კომიტეტისათვის გაეზიარებინათ დასაბუთებული მოსაზრებები და ინფორმაცია. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია და მოსაზრებები სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან.

 

 

ამგვარად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების ეფექტიანობა, კერძოდ, რამდენად მიაღწია აღნიშნულმა ცვლილებებმა შემდეგ მიზნებს: ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირება.

 

 

ნინო წილოსანის ინფორმაციით, განხორციელებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე, 2017 წელს მნიშვნელოვნად დაფიქსირდა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა, თუმცა შემდეგ ეს პროცესი შეფერხდა, და სამუშაო ჯგუფმა კვლევები სწორედ ამ ხელისშემშლელი ფაქტორების გამოსავლენად განახორციელა. ამ პრობლემათაგან უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართულობა.

 

 

მიღებული კვლევების საფუძველზე, კომიტეტმა რეკომენდაციები შეიმუშავა. როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ უპირველესად საქართველოს მთავრობამ ავტოპარკის განახლებისას და სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენისას სახელმწიფო შესყიდვებში გაითვალისწინოს სწორედ ეკოლოგიურად სუფთა ელექტროძრავიანი ან/და ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის საკითხი. ელექტროდამტენების ბაზრის მდგომარეობის შესწავლა დაევალა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, დაისვა ასევე საკითხი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილის ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების შესახებ და ა. შ.

 

 

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში ერთხმად დაამტკიცეს.

 

 

ამის შემდეგ, კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.

 

 

კერძოდ, I მოსმენით - კანონპროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანისა და სულხან მახათაძის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ქობულეთის აღკვეთილის ცალკეულ უბნებში ის, რომ შესაძლებელი გახდეს ტურისტული ეკო ინფრასტრუქტურისა და სერვიზების სრულად დანერგვა და განვითარება. ზუსტდება ეკო ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

 

 

ასევე I მოსმენით - „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი, ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებული სოფლების ნაწილი გადადის ამ დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში, რითაც მიენიჭება მათ დაცული ტერიტორიის უფრო მაღალი კატეგორია.

 

 

III მოსმენით - პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ხდება გარკვეული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრება, ავტორები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ სფეროში სამართალდარღვევების ჩადენას. მესამე მოსმენისთვის კანონპროექტს რაიმე სახის რედაქციული შესწორება არ განუცდია.

 

 

II მოსმენით - მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“. ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კანონით იქმნება ორი კატეგორიის დაცული ტერიტორია - ესაა ერუშეთის ეროვნული პარკი და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, რომელიც მოიცავს სოფლებს. პირველი მოსმენის შედეგად სახელწოდების კორექტირება მოხდა ამჟამად წარმოდგენილია კანონპროექტი როგორც „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.

 

 

ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა.

 

 

III მოსმენით - მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. რედაქციული ხასიათის ცვლილებები კომიტეტის წევრებს არ ჰქონდათ.

 

 

კომიტეტმა ყველა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი