1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ. (ჯამში 250 ლარი თვეში)
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.
2016 წლიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს იღებენ, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.