[ვიდეო] კახა კალაძე: „დაიბარეთ ეს კომპანია დღესვე და შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და გააშავოთ ისე, რომ საქართველოში ვერც ერთ ტენდერში ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება“
01-07-2020, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელსაც მუხიანის მე-4 მიკრო რაიონში დაახლოებით 1 000 კვ.მ.-ის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის ტენდერი ჰქონდა მოგებული, სამუშაოები ამ დრომდე არ აქვს შესრულებული და აღნიშნულ სივრცეში „აბსოლუტურად კატასტროფული მდგომარეობაა“. (ამ თემაზე იხილეთ ვიდეო 7:45 წუთიდან)

 

 

 


„სკვერი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად სანაგვედ არის ქცეული, წყალი დგება, რა დასვენებაზეა ლაპარაკი, გავლა არის ზოგადად შეუძლებელი“, თქვა კალაძემ და დაავალა რაიონის გამგებელს და თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ უმოკლეს დროში მოაგვარონ პრობლემა.

 


„დაიბარეთ ეს კომპანია დღესვე და მიეცით 2 კვირის ვადა და თუ ის ვერ გააკეთებს სამუშაოებს, შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და გააშავოთ ისე, რომ საქართველოში ვერც ერთ ტენდერში ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი