ვაკეში, ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
04-07-2020, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირი N83-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი მოედნის განთავსება ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო.

 

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ეზოში განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, სხვა შესაბამისი  ურბანული ავეჯი და თარგები. მოედნის საფუძველზე მოეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს.  სამუშაოების საწყის ეტაპზე, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა.

 


„აქ მცხოვრები მოქალაქეების დიდი თხოვნა იყო კეთილმოწყობილი სივრცის შექმნა ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. გასულ წელს, ჩვენი დავალებით, მომზადდა პროექტი, ამჟამად კი, უკვე დაიწო ამ პროექტის განხორციელება. გათვალისწინებულია ყველა დეტალი, იმისთვის რომ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ამ სივრცეში. პროექტის ვიზუალურ მასალაშიც ჩანს, როგორი ორიგინალური და ლამაზი იქნება ეს ეზო”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

 

დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 325 560 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი