ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
06-07-2020, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

 

იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და საცხოვრებელი ბინის შეძენა უნდა განხორციელდეს დეველოპერული კომპანიისგან. სუბსოდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა - 240 თვე და სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

 

 

„სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობით საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე ჩვენს მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას და მოტივაციას შეიძინონ საცხოვრებელი ბინა საუკეთესო პირობებით. ჩვენ ვეცდებით მომხმარებელს გავუკეთოთ საუკეთესო შეთავაზება ბაზარზე და იპოთეკური სესხის გარდა შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული დამატებითი საბანკო სერვისები.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთი ბანკის საცალო საქმიანობის მიმართულების დირექტორი.

 

 

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პირობებით დაინტერესების შემთხვევაში: დარეკეთ 255 55 00 ან მიბრძანდით ლიბერთის ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით

 

 

სესხის პირობების სანახავად და განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე - Libertybank.ge

  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი