თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა
06-07-2020, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დედაქალაქის მერისინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ. 

 

 

სოციალური პროექტი თბილისის რაიონების გამგებლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც დაფასოებული პროდუქტების პაკეტებსაღსაზრდელების მშობლებს პირადად გადასცემდნენ 

 

 

„დავასრულეთ უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების გაწევას თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის იმ რთულ და უჩვეულო პირობებში, რაც საზოგადოებას მოუტანა Covid 19-ის პანდემიამ.

 

 

პროცესი კარგად ორგანიზებული იყო და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, დაცული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმაკახაბერ გვანცელაძემ. 

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ბაგა-ბაღების პერსონალის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. 

 

 

პროდუქტების გაცემა საჯარო ბაღებში 19 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლომდე, სტანდარტული სააღმზრდელო წლის დასრულებამდე გაგრძელდა. ნობათები შვიდ ეტაპად გაიცა და თითოეულ ეტაპზე მსურველთა რაოდენობა 86%-დან 92%-მდე იყო. პროექტისთვის ჯამში, 11 000 000-მდე ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი