შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
„გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. მინდა, მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. შემოწმების მიუხედავად, მათ ელექტრონული მოწყობილობა თუ შეყვათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან. ამიტომ, ვთხოვ მათ, რომ ეს გაითვალისწინონ“,- აღნიშნა სოფო გორგოძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.