გენადი მარგველაშვილი: „აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრებში, კოვიდ ინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს“
07-07-2020, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID-19 -ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

 

„როგორც გუშინ ასევე, დღეს ვრწმუნდებით იმაში, რომ 6500-მდე აბიტურიენტი, რომლებიც მოდიან საგამოცდო ცენტრებში კოვიდ ინფექციით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ერთადერთი ბარიერი, რომელიც მათ რჩებათ გადასალახი - ეს არის საგამოცდო ტესტი. მე მინდა ვუსურვო წარმატებები თითოეულ აბიტურიენტს, გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, კრიტიკულად აუცილებელია რეალიზებული და წარმატებული განათლებული თაობა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 

 

მისი თქმით, პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევენ სახელმწიფო სტრუქტურები - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელთა დამსახურებით, აბიტურიენტები თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი