მარინა ეზუგბაია: „ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, არსებულ მონაცემებს თუ შევინარჩუნებთ, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისე გავუმკლავდებით მეორესაც“
07-07-2020, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში თუ შენარჩუნდება კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი მატება, მეორე ტალღასთან გამკლავება შესაძლებელი იქნება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 

 

 

„მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და არის უკვე ნიშნები იმისა, რომ გარკვეულწილად, ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში გამძაფრდა. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მონაცემებს, ზომიერ, კონტროლირებად მატებას, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კოვიდთან თანაცხოვრების ამ რეჟიმში ურთიერთობას, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, მეორე ტალღა თუ იქნება, იმედია, რომ ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისევე გავუმკლავდებით მეორე ტალღას.

 

 

ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენზე და სახელმწიფოზე. როგორც ვხედავ, სამივე ვექტორი ძალიან კარგად იქცევა. სახელმწიფო განსაკუთრებით უვლის ამ სიტუაციას, სამედიცინო სექტორი განსაკუთრებით ყურადღებით და თავგანწირვით იბრძვის. ჩვენც, მოსახლეობაც, გარკვეულწილად თუ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, ალბათ საგანგაშო მდგომარეობა არ გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებში მეორე ტალღის დაწყება, გამძაფრება, გარკვეულწილად შეიძლება აისახოს საქართველოზეც.

 

 

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის რეგულაციების და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტის სწორად, ადეკვატურად, დროულად გამოცხადება და შესრულება ალბათ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ დადგეს, გავაგრძელოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება.

 

 

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მასში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. სახელმწიფომ თავისი სწორად გადადგმული ნაბიჯებით შეძლო, ასეთი კონტროლირებადი ყოფილიყო ჩვენთან კოვიდინფიცირებულების სიტუაცია.

 

 

ვხედავთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ. შევინარჩუნებთ ყველანი ერთად – ჩვენ, სახელმწიფო, კლინიკები, და მოქალაქეებზეა დიდი პასუხისმგებლობა რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი