ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07-07-2020, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების პარალელურად, სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები, გოფრირებული მილები 527 გრძივ მეტრზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

 

 

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

 

 

„დაახლოებით, 60 წელია სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ძალიან დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

 

 

სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 583 000 ლარს დახარჯავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი