გიორგი გახარია ახალ კამპანიაზე „იმოგზაურე საქართველოსთვის“ - კიდევ ერთხელ უნდა აღმოვაჩინოთ საქართველო და ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს
09-07-2020, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს "იმოგზაურე საქართველოსთვის" და თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამაში აქტიურად ჩავერთოთ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის,  -  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.

 

 

„აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, პირველ რიგში უნდა მივეხმაროთ დარგს, უნდა მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყვნენ მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი