გიორგი გახარია: „მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა მისცემს მოქალაქეს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“
09-07-2020, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მთავრობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სულ ახლახანს გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამ წლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის საკითხი ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით,  წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი ამ მიწას სახელმწიფოსგან, კომერციულ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში მიიღებენ.

 

 

„დღეის მდგომარეობით ბევრი მოთხოვნა მოდიოდა, როგორც რეგიონებში ვიზიტების დროს, როგორც თქვენ ასევე, მეც ბევრჯერ მქონდა ეს შეხვედრა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით უფიქსირებდნენ და ახორციელებდნენ. მეორეს მხრივ ეს მისცემს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი