კახა კალაძე: მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას
09-07-2020, 22:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ.

 


როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ვიდეომიმართვები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.

 


„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ის გზა და საშუალება, რისი გამოყენების უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და განსაკუთრებულად აქტიურია სიცრუის ნაკადები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიცან პოზიტივია მოსათხრობი, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ზოგადად, დეზინფორმაცია არა მარტო პოლიტიკური ხასიათის მატარებელია, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, გლობალურ თემებს ეხება, არამედ ყოველდღიურობის დეტალებში, წვრილმანებშიც კი არის მიმოფანტული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიზანმიმართულ ტყუილს, რომელიც საბოლოო ჯამში, მოსახლეობას აზარალებს, არ შეეგუება.

 


„ტყუილით მავნებლობა წერტილოვანი დარტყმებივითაა.უფრო კარგი შედარება რომ გავაკეთო, მეტასტაზებს შევადარებდი - პატარა და დიდ თემებს ხან იქ შეეხებიან, ხან აქ, ხან მუნიციპალიტეტების დონეზე, ხან ქვეყნის, ხან რომელიმე ჩინოვნიკის,ხან პოლიტიკოსის, ხან სოციალურ და ხანაცინფრასტრუქტურულ თემებზე მიდის კონკრეტული სიცრუის ტირაჟირება.რასაკვირველია, შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინაა.ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას, ობიექტურობას, შეცდომებზე მითითებას, გამოსავლის გზების ძიებას, მაგრამ არ და ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს, ე.წ. ფეიკნიუსებს, რომელიც საბოლოოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას და ზოგადად, ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის განმარტებით, ვიდეომიმართვა ხორციელდება „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.

 


„საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას ყველა იმ პროექტსა და სამუშაოებზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ასევე, არ ვერიდებით და ღიად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრია ქალაქში თავმოყრილი. საბედნიეროდ, სოციალური ქსელები იძლევა „ფეიკნიუსებთან“ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას. ჩვენ ამას ვიყენებთ და აუცილებლად გამოვიყენებთ მომავალშიც. როგორც წინა ვიდეომიმართვაში, ამჯერადაც ყოველგვარი ხმაურიანი და სკანდალური განცხადებების, შეურაცხყოფის მიყენების გარეშე, გაჩვენებთ მხოლოდ ფაქტებს, რომელიც დაუმალეს მაყურებელს და ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ვფიქრობ, სიმართლე ერთადერთია, რომელსაც შეუძლია თავისი სახელი დაარქვას ყველაფერს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობთ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე, ხვალინდელ უკეთეს დღეზე - ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი, სიცრუე, დეზინფორმაცია, ტყუილი ასაზრდოებს ბოროტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა აქვე, ფალსიფიცირებული ინფორმაციის რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა და განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი