სოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო - ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 100 კვ.მ ფართობზე ჩატარდა
10-07-2020, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

 


თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6100 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. სკვერში განთავსდა საბავშვო ზონა,სადაც სხვადასხვა ტიპისატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და ღობით შემოისაზღვრა.

 


დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - სოფელ დიღომში, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, ახალი სკვერი მოეწყო.აქ მცხოვრები ადამიანები უკვე სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებენ. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რომ ასეთი კეთილმოწყობილი და ლამაზი სივრცე შეიქმნა“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

 

სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 418 157 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, კომპანიამ „გრინსერვის+”შეასრულა.

 

 

გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე ახალი სპორტული მოედანი და ტრენაჟორებიმოეწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი