სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
10-07-2020, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონს მომავალ წელს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება - ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მიმდინარეობს.

 


ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობას ექნება კეთილმოწყობილი შიდა და გარე სივრცეები, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა სტანდარტი. 12-ჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 100-მდე ადამიანი.

 

 

პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესა და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეს გააცნო.

 

 

„სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. ლილოს დასახლებაში ამჟამად, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. მომავალ წელს, ამ ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, კიდევ 400-მდე ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ჩვენი სერვისებით ისარგებლოს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 


ბაღის მშენებლობას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 357 385 ლარია და მისი დასრულება 2021 წელს იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი