გიორგი გახარიამ კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში ასურეთის გერმანული დასახლება დაათვალიერა
10-07-2020, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში დღეს ასურეთის გერმანულ დასახლებას ესტუმრა.



სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე დასრულდა მე-19 საუკუნის გერმანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი, რისთვისაც მთავრობამ ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

 

 

მთავრობის მეთაურმა, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად რესტავრირებული გერმანული დასახლება დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი განსხვავებული კულტურების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია.

 

 

„ჩვენი აქ ყოფნა დღეს არის სიმბოლური. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე  გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს. თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ. ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 


პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ასურეთში გერმანული დასახლების დათვალიერება საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ტურისტებისთვის, ხოლო რეგიონისთვის - ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

 


ასურეთის გერმანულ დასახლებაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს ესტუმრა, სადაც საოჯახო სასტუმროს მოწყობა იგეგმება და უძველესი მარანი ფუნქციონირებს. მარანში სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდნენ, რომელიც ძველი გერმანული ტექნოლოგიით მზადდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი