ვანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
11-07-2020, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ საქართველოში რიგით მე-80 საზოგადობრივი ცენტრი ვანში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი. 

 


ვანის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთვრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.

 


საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ვანისა და 50-მდე სოფლის – მთისძირის, შუამთის, ყუმურის, ტობანიერის, მუქედის, ციხესულორის, ზედა ვანის, გაბიდის, სალხინოს, დიხაშხოს, სულორის, ძულუხის, ამაღლებისა და სხვათა –  32 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

 


ქალაქ ვანში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით.

 

 

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ვანში, თავისუფლების ქუჩაზე, სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

 


მაღალი ტურისტული პოტენციალის გამო ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ ვანის მუნიციპალიტეტს. ვანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე,  24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.  



ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.


ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.



როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ვანის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები.


სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები: 1
#1   miranda gabunia-kapsali
      
გამარჯობათ ვიმყოფები საბერძნეთში და მესაჭიროება განქორწინების , ქორწინების და დაბადების მოწმობების ორიგინალი მოწმობები აპოსტილით და თარგმანით დამოწმებული საქართველოდან. როგორ შეიძლება რომ ესენი გავაკეთო და რა არის ამისთვის საჭირო? ვის შემიძლია გაუკეთო მინდობილობა ოჯახის წევრს თუ ნებისმიერ ადამიანს? ძალიან გთხოვთ რომ დამაკვალიანოდ როგორ ხდება აქედან მინდობილობის გაკეთება?

გამარჯობათ ვიმყოფები საბერძნეთში და მესაჭიროება განქორწინების , ქორწინების და დაბადების მოწმობების ორიგინალი მოწმობები აპოსტილით და თარგმანით დამოწმებული საქართველოდან. როგორ შეიძლება რომ ესენი გავაკეთო და რა არის ამისთვის საჭირო? ვის შემიძლია გაუკეთო მინდობილობა ოჯახის წევრს თუ ნებისმიერ ადამიანს? ძალიან გთხოვთ რომ დამაკვალიანოდ როგორ ხდება აქედან მინდობილობის გაკეთება?
7 მაი 2022 17:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი