თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ
13-07-2020, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

 

 

დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც, მხარეები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მოაწერეს ხელი. 

 

 

მაია ბითაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს  შორის აქტიური თანამშრომლობა ახლო მომავალში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ისთ პოინტი“ აქტიურად არის ჩართული ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებისა დანერგვაში. ვფიქრობთ, ის ძალისხმევა, რომელსაც მუნიციპალიტეტი კომპანიებთან და სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების სწორი მართვისა და  ცნობიერების ამაღლების კუთხით ახორციელებს, ნამდვილად არის იმის საწინდარი, რომ მწვანე ეკონომიკა უახლოეს წლებში იმ მიმართულებით განვითარდეს, როგორც ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.   

 

 

მხარეთა ერთობლივი საქმიანობა მიმართული იქნება გარემოს დაცვის სფეროში ცნობიერების დონის ამაღლების, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისა და გაზრდისკენ, ასევე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ. ნარჩენების გონივრული მართვის კუთხითა და გარემოს დაცვის მიზნით, „ისთ ფოინთი“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ელექტრომობილების უფასო დამტენები და ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტი გამოიყენონ. ასევე, მოახდინონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება. 

 

 

გარდა ამისა, მხარეები თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მემორანდუმის მხარეთა მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ ყველა იმ ღონისძიებას დაუჭერენ მხარს, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას, გარემოსდაცვითი პრინციპების, წარმატებული მეთოდებისა და აღიარებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

 

 

მემორანდუმის ინიციატორი სავაჭრო-გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთია“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი