„კულტრულის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 11 კონკურსის 112 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
13-07-2020, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 15 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩატარდება. 2020 წელს, სამინისტროს მიერ „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული 11 კონკურსიდან 112 გამარჯვებული პროექტი შეირჩა, რომლებიც მთელი წლის მანძილზე განხორციელდება.

 

 

სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულ პროექტებთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ისაუბრა. პრესკონფერენციას საკონკურსო კომისიების წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტების ავტორები ესწრებოდნენ.

 

 

თბილისსა და რეგიონებში თეატრის, მუსიკის, სახვითი და კინოს მიმართულებით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. კულტურული აქტივობები მოიცავს ახალი სპექტაკლების დადგმას, ახალი წიგნ-ალბომების გამოცემას, მუსიკალური საღამოების მოწყობას, ფესტივალების გამართვას, სოციალური და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას და სხვა.

აღსანიშნავნია, რომ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში 112 ორგანიზაცია დაფინანსდება და 1200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 

 

გამარჯვებული პროექტები შემდეგ კონკურსებში გამოვლინდა: ,,კონკურსი ,,მაღალმთიანი რეგიონებისთვკის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა“, კონკურსი „ხელოვნება განათლებისთვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში”, კონკურსი ,,უსაზღვრო შესაძლებლობები“- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა“, კონკურსი ,,ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე - დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა“, კონკურსი ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“, კონკურსი „ახალი ქართული წიგნი“, კონკურსი „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“, კონკურსი „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“, კონკურსი „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“, ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების კონკურსი" და სხვა.

 

 

ინფორმაცია სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ პერიოდულად განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი