როგორ გადაარჩინა 1945 წელს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ დატყვევებულმა ჰიტლერის პირადმა ფოტოგრაფმა ფიურერის 2000 უნიკალური ფერადი ფოტო
26-01-2012, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იშვიათი ფოტოები აჩვენებენ თუ როგორ ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი ფუფუნებაში

 


ადოლფ ჰიტლერის გულუხვი ცხოვრების ამსახველი ფოტოები პირველად გამოქვეყნდა.

 


ფიურერის პირად ფოტოგრაფს ჰუგო ჯაგერს ნაბოძები ჰქონდა უფლება შესულიყო ფიურერის ბერლინის კანცელარიასა და მისი ბავარიაში მდებარე ბერგჰოფის ადგილ-მამულში.

 

 


ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ფიურერი ფუფუნებით ცხოვრობდა და მისი აპარტამენტები საუცხოო ავეჯით იყო მორთული.

 


ჯაგერი, რომელიც იმ იშვიათ ფოტოგრაფებს მიეკუთვნებოდა, ვინც იმ დროისთვის ფერადი ფოტოების გადაღების ტექნიკას ფლობდა, ჰიტლერის მმართველობის ბოლო წლებში მასთან ერთად მოგზაურობდა და მე-2 მსოფლიო ომის დასრულებამდე ფიურერის გვერდით იმყოფებოდა.



ფიქრობენ, რომ ჰუგო ჯაგერს ადოლფ ჰიტლერის 2 000 -ამდე ფერადი ფოტო მაინც უნდა ჰქონდეს გადაღებული.

 

 

 

1945 წელს, როცა მე-2 მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა და ბერლინში მოკავშირეთა ჯარები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ჯაგერმა ეს ფოტოსურათები ტყავის ჩემოდანში გადამალა, და როგორც ამბობენ, იგი ამერიკელმა ჯარისკაცებმა მაშინ გააჩერეს, როცა ეს სურათები ბერლინიდან მიუნხენის მიმართულებით გადაჰქონდა. მან იცოდა, რომ ამერიკელები დააპატიმრებდნენ ან საერთოდაც, შეიძლებოდა, რომ მათ იგი მოეკლათ კიდეც, თუ კი ისინი უპოვიდნენ ფოტოებს და გაიგებდნენ იმას, რომ მას ჰიტლერთან ახლო კავშირები ჰქონდა. ჯაგერი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. 

 

 

როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ფოტოგრაფის ჩემოდანის შემოწმება დაიწყეს, მათი ყურადღება იქ მოთავსებულმა კონიაკის იმ ბოთლმა მიიპყრო, რომელიც ყველაზე თვალშისაცემ ადგილას, ფოტოსურათების თავზე იდო. დახარბებულმა სამხედროებმა სასმელი ჯაგერთან ერთად გამოცალეს და ნასვამებს ჩემოდნის შემდგომი ჩხრეკა აღარ გაუგრძელებიათ.

 

როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ჯაგერმა ფიურერის ფოტოები მინის 12 დოქში

გადაანაწილა, მიუნხენის შორიახლოს დამარხა, 1955 წელს კი მას დაუბრუნდა, ამოთხარა და ბანკის მიწისქვეშა სეიფში შეინახა.

 


მოგვიანებით, 1965 წელს მან მიაკითხა აღნიშნულ სეიფს და გადამალული ფერადი ფოტოები ჟურნალ "ლაიფს" მიჰყიდა.

 

 

დღემდე, ჯაგერის ფოტოკოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილია გამოქვეყნებული.

 

 

 მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით

 

guardian.ge 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი