„ესენი ამ გუბეში უნდა ჩაყარო და ჩაახრჩო“ - დიდ დიღომში სპორტულ მოედანზე კორპუსის მშენებელმა კომპანიამ მაგისტრალური წყალსადენი დააზიანა
15-07-2020, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მიკრო რაიონის დასაწყისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მოსამზადებლად დაწყებული სამუშაოებისას წყლის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც დიდი დიღმის დასახლების დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.

 


„მანამდე, მთელი 30 წელიწადი, ამ ადგილას საფეხბურთო მოედანი იყო. ვიღაცამ იყიდა, შემოღობა და ახლა, როგორც ამბობენ 24-სართულიან კორპუსს აშენებს. სისტემატურად აზიანებს მილებს და ფეხებზე ჰკიდიათ ექნება თუ არა წყალი ამხელა დასახლებას“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ადგილობრივმა მცხოვრებმა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოები - დიდი დიღომი, მე-3 მიკრო რაიონი) 

 


მისივე თქმით, დედაქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები დიდ დიღომსაც მძაფრად შეეხო და „სამშენებლო კომპანიები კერძო სახლებით დასახლებულ უბნებშიც თავხედურად შეიჭრნენ“.

 


„აქ ცენტრალური წყალსადენი გადის ორივე მხარეს და ამ ვიღაც „მშენებელმა“, ჯერ ერთი მხარე დააზიანა და მთელი წელი ჟონავდა წყალი. ახლა ისევ შეუდგა თხრას და უკვე მეორე მხარეს იმდენად დააზიანა წყლის მილი, რომ ხედავთ, მდინარესავით მოთქრიალებს წყალი. ასეთი ადამიანები, ამ გუბეში რომ ჩაყარო და ჩაახრჩო იმის ღირსები არიან და მათ ისინიც უნდა მიაყოლო ვინც სტადიონი წაართვა ბავშვებს და მშენებლობის ნებართვა გასცა. ყოფილი ფეხბურთელი [კახა კალაძე] მაინც არ იყოს მერი... ნუთუ ვერ ხედავს ასეთ უმსგავსობებს.

 

 

 


„ყველაფერს აქვს საზღვარი, როდემდე შეიძლება ნადგურდებოდეს ქალაქი. ადრე დიდი დიღომი თბილისის ფილტვები იყო, ახლა ესეც ისეთივე უბანი ხდება, თუ უკვე არ გახდა, როგორც ქალაქის სხვა დანარჩენი ნაწილი. გახედეთ გარშემო, კერძო სახლების მცხოვრებლებს მრავალსართულიანი კორპუსები დაადგეს თავზე - აი, სწორედაც რომ ზედ თავზე, რასაც ჰქვია. პატრონი არ ჰყავს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას. ესენი ყველანი სამუდამოდ არიან ციხეში ჩასაყრებელი, რადგან სამუდამოდ მოგვისპეს დედაქალაქი და ცხოვრება “, განაცხადა GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

 

 

 


როგორც GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, მირიან მეფის ქუჩაზე თავდაპირველად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა სამშენებლო კომპანია მერიისგან სართულების გაზრდას ითხოვდა, მაგრამ უცნობია დართეს თუ არა მას ამის ნება. 2019 წელს, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებული ბანერის თანახმად, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იყო დაანონსებული, თუმცა ეს ბანერი მალევე მოიხსნა და ამჟამად იქ არავითარი ინფორმაცია არ არის განთავსებული.

 


წყალსადენის ქსელზე დაზიანების შესახებ ინფორმაციის მისაღებად GUARDIAN.GE „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურეს“ დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მირიან მეფის ქუჩაზე დაზიანება, კომპანიის წარმომადგენელმა წერილობით მოგვწერა: „დაზიანებები ხდება სხვადასხვა მიზეზით გაუთვალისწინებლად. ამ ეტაპზე მირიან მეფის ქ.49-თან მოხდა წყალსადენის ქსელზე დაზიანება“.

 


მორიგ შეკითხვაზე - გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, სამშენებლო კომპანიის ჩარევის გამო არის დაზიანებული წყლის მილი თუ სხვა მიზეზით? და ასევე გთხოვთ, მოგვწეროთ დიდი დიღმის/ან სხვა უბნების რა ნაწილს არ მიეწოდება წყალი? - კომპანიამ გვიპასუხა:

 

 

„დღეს, 15 ივლისს, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. N49-ს მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

 

 

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები. დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 15 ივლისს, დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

 

 

დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მ/რ-ებს, მირიან მეფის, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, მაქს ტილკეს, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. გეხტმანის ქუჩას და ჩიხებს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი