[ვიდეო] ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამჯერად პეკინის გამზირზე ამოქმედდება
15-07-2020, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კასლაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  

 

 

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება. 

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს. 

 

 

„იცით, რომ დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი ვაგონების შემოყვანა და თავად მეტროსადგურების განახლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ამ მიმართულებით, საპილოტე პროექტები უკვე განხორციელებული გვაქვს კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პარკირების სისტემა დაინერგა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

 

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი საბურთალოს რაიონი იქნება, სადაც 10 აგვისტოდან ათი საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, იმისთვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს. 

 

 

„ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში. უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები და კონკრეტული საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლონ. პარკინგი ასევე, უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, პარკინგი ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

 

 

თბილისის მერმა მოსახლეობის ინფორმირებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების ეტაპობრივი გავლა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. 

 

 

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ საზოგადოებასთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იქონიონ. 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კი 10 სექტემბრიდან ამოქმედდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი