​საქართველოს პრეზიდენტი - ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც აფხაზეთთან გვაერთიანებს
15-07-2020, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო, მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდიდან მიულოცა.

 


"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული - ვლაქერნობა, რომელიც მართლაც უდიდესი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის.

 


ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა ის ორი წმინდა ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს.

 


ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობის დღესასწაულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რელიგიური ტურიზმის მიმართულებას და ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაოს, რაზეც მათ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნებათ.

 


"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არამხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არამხოლოდ აქ. ძალიან ბევრი წმინდა ადგილია საქართველოში და ჩვენი ქვეყანა შეიძლება რელიგიური ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

 


ამაზე უნდა იმუშაოს ტურიზმის სააგენტომ და საპატრიარქომ, რასაც ჩემი ყველანაირი მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი