დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება
15-07-2020, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

 

 

მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.  

 

 

„დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაო სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილშიც დავიწყეთ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, მედიათეკა, დახურული საცურაო აუზები, კაფე-ბარები. აქ იქნება ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება,  დაისვენონ და  ივარჯიშონ. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამ პროექტის გარდა, აქვე ახლოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტული საფეხბურთო სკოლის პროექტს, ხოლო საბურთალოს გამგეობა კი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს იქნება ძალიან დიდი სივრცე ყველა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობით, რომელიც კეთილმოეწყობა და მოსვლის შესაძლებლობა ბევრ ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

 

 

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს.  

 

 

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.  

 

 

დიდ დიღომში კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი