სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას აშშ-ის ელჩი ესტუმრა
15-07-2020, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

 

 

შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ აშშ-ის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმიური ბრიფინგი ჩაატარა.

 

 

კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა.

 

 

დელეგაციის წევრებმა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, "აილენდის" კლასის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" მოინახულეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს გემის ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული შესაძლებლობები გააცნო.

 

 

აშშ-ის საელჩო საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, გემთსარემონტო შესაძლებლობების განვითარების კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

 

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი