ირაკლი ხმალაძე: „შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, თბილისის მერიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები 12 არეალთან მიმართებით, სადაც დროებითი შეზღუდვები გვედო“
15-07-2020, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გენერალური გეგმით ნაკარნახები სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები მიიღო - კონკრეტულ არეალებს დროებითი შეზღუდვები მოეხსნა და მესაკუთრეებს, შესაბამისი პირობების დაცვით, მიწის ნაკვეთების განვითარების საშუალება მიეცათ. 

 

 

„დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დავამტკიცეთ თბილისის გენერალური გეგმა, სრულიად განსხვავებული ზონირება, მაგრამ ამის პარალელურად 12 არეალზე დაედო დროებითი შეზღუდვა და მუნიციპალიტეტს მიეცა მითითება, რომ ჩამოეყალიბებინა განვითარების სწორი მიდგომა. ეს 12 არეალი სხვადასხვა კუთხით წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილებს. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ ადგილზე ჩატარდა კვლევა, ზოგიერთ ადგილზე გაკეთდა შეფასებები, დავიქირავეთ პროფესიონალი თანამშრომლები და წელიწადნახევრის თავზე დავასრულეთ საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები, რომელიც გვიკარნახა გენერალურმა გეგმამ. შესაბამისად, ცალკეულ არეალებთან მიმართებით მივიღეთ გადაწყვეტილებები შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნის თაობაზე, ასევე,   ნაწილს ზონების ძველი ფორმატი დაუბრუნდა. ამ ყველაფერს აკრიტიკებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც პროფესიონალიზმი აკლიათ ურბანულ გეგმარებაში და ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. წელიწადნახევრის განმავლობაში მერიის რამდენიმე სამსახური მუშაობდა აღნიშნულ თემაზე ექსპერტებთან ერთად და მივიღეთ სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები. საერთოდ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები ამ ყველაფერს კარგად შეაფასებენ თუ ცუდად. ჩვენთვის მთავარია, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები იმ არეალებში, სადაც დროებითი შეზღუდვები გვედო, სწორი განვითარების პირობების ჩამოყალიბების მიზნით. მოვხსენით შეზღუდვები და მივეცით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების გარკვეულ ნაწილს საშუალება, განავითარონ თავიანთი მიწის ნაკვეთები კონკრეტული პირობების დაცვით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი