თბილისში, ქავთარაძის N72-ში ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
16-07-2020, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ქავთარაძის N72-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. 

 

 

სკვერში განთავსდება საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაირგვება მცენარეები. 

 

 

სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა. 

 

 

“გარკვეული დროის განმავლობაში, ამ მისამართზე მოსახლეობას სხვადასხვა თხოვნა ჰქონდა. შედგა რამდენიმე შეხვედრა. ადგილობრივების აქტიური ჩართულობით და მათი შეხედულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. მალე ეზოში კეთილმოეწყობა დასასვენებელი სივრცე, ასევე, განახლდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა საერთო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტების დაფინანსების შედეგად, მათ საერთო ანგარიშზე დაგროვდება გარკვეული თანხა, რასაც ასევე, საკუთარი საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმარენ”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. 

 

 

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 125 500 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ამავე მისამართზე გამგეობის მიერ დაფინანსდა კორპუსის ოთხივე სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების განახლება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯება და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციია, რაზეც 5 000 ლარია გამოყოფილი. კორპუსების უკანა ფერდობზე კი, კიბის მოწყობაა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი