პრემიერ მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა
18-07-2020, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, გურიაში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა. 

 

 

ახალი 4 ზოლიანი გზა, რომელიც  20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს,  გვერდს აუვლის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს, რომელიც ვიწრო, არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო როგორც მოსახლეობისათვის, ისე ავტოტრანსპორტისთვის. 

 

 

„იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე  და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. წლის ბოლომდე ამ მაგისტრალის ახალი  70 კილომეტრი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარესამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

 

 

მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, საერთო ჯამში, მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

 

 

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. მშენებლობას  ევროპის საინესტიციო ბანკი 254 მილიონ ლარით აფინანსებს.

 

 

პრემიერ მინისტრთან ერთად  ახალი გზის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია, პარლამენტის დეპუტატი, ნინო წილოსანი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, ჯაპანა-ლანჩხუთის გზის პროექტის მენეჯერი, ქსიანგ ჯინშენგი ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი