თბილისის მერიამ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ვებპორტალი შექმნა
21-07-2020, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი - www.findouttbilisi.com შექმნა. ვებგვერდის მიზანი, მოხმარების უპირატესობები და დანიშნულება საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააცნო. 

 

 

„ახალი ვებგვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით კი, ისინი საკუთარი სერვისების გაყიდვას პირველ ეტაპზე შიდა, ხოლო შემდეგში, უკვე საერთაშორისო ტურისტებზე შეძლებენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქალაქებთან. ასევე, თბილისი არის გაწევრიანებული ისეთ ასოციაციაში, როგორიცაა EUROPEAN CITIES MARKETING (ECM). საერთაშორისო ქსელებზე სერვისების კატალოგს სწორედ ჩვენი პარტნიორი ქალაქების მეშვეობით გავავრცელებთ, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

 

 

www.findouttbilisi.com წარმოადგენს ონლაინპლატფორმას, რომელზეც თბილისში რეგისტრირებულ კომპანიებს (ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ.) საშუალება აქვთ, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაცია უფასოდ განათავსონ.  

 

 

პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ აქტიურობას, შემოსავლებისა და ცნობადობის ზრდას, ასევე, შიდა ტურიზმის გააქტიურებას. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით, პლატფორმაზე თბილისიდან გამყვანი ტურების/შეთავაზებების განთავსებაც არის შესაძლებელი. 

 

 

ვებგვერდის საშუალებით, ასევე, შეიქმნება კერძო კომპანიების კატალოგი, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები და ასოციაციები ისარგებლებენ. ადგილობრივ კომპანიებს კი საშუალება ექნებათ, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.

 

 

ვებგვერდის პრეზენტაციას კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლები, ტურისტული გიდები და მცირე მეწარმეები დაესწრნენ. 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი