[ვიდეო] დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება
22-07-2020, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. 

 

 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება. 

 

 

„სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებების თანახმად, ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება - 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი; ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება; 

 

 

 

 

პარკირების ადგილებზე, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების (სამეწარმეო საქმიანობის) მიზნით, დღემდე მოქმედი 10 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში -  200 ლარით; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება სამ თვეზე მეტი ვადით - 50 ლარით დაჯარიმდება; ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით კონკრეტულ უბნებში, რაც მოსახლეობის წუხილს იწვევს. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომანქანა კონკრეტულ ადგილზე მხოლოდ სამი თვით გააჩეროს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ამკრძალავი ნიშნის - „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება.

 

 

„პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომლის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ეს არის სისტემა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იყენებს. პარკირებასთან დაკავშირებულ დარვევებზეც ანალოგიური მეთოდი იქნება გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, თუ პირი, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას ათ კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ის ვითარება, რომელიც ქალაქში არსებობს, დროულად უნდა მოწესრიგდეს. 

 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი