გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG ფარგას ბუნებაში დაბრუნების პროექტს ახორციელებს
22-07-2020, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მდინარე მაშავერაში თევზის სახეობა ფარგა გაუშვეს, რომელიც საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება. ფარგას გაშვების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. 

 

 

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობების ბუნებაში დაბრუნებისა და აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს სამინისტროში შემავალ უწყებასთან, ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად.

 

 

„ფარგას მდინარეში დაბრუნების პროცესი, სიმბოლურად, მაშავერას მდინარით დავიწყეთ. მაშავერა არის მდინარე, რომელიც ისე იყო დაბინძურებული, რომ წლების განმავლობაში მასში ცოცხალი ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ გვხვდებოდა. სამინისტროს ძალიან მკაცრი მიდგომით, კომპანიისთვის RMG განსაზღვრული მიწერილობით, მოვახერხეთ დაბინძურების ძირითადი კრიტიკული წყაროების აღმოფხვრა. ეს პროცესი, წარიმართა სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით და კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG, ჟურნალ „ველურ ბუნებასთან” ერთად, საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზის - ფარგას დაბრუნების პროექტს ახორციელებს. 

 

 

ფარგას რეინტროდუქცია მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და „განვითარება და გარემოს“ ხელშეწყობით მოხდა. თევზის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა, შემოყვანილ იქნა 1000-მდე მცირე ზომის ფარგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყების „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ, ქართველი იქთიოლოგების დახმარებით, პირველად მოხდა ფარგას გამრავლება.

 

 

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა სანქციების კუთხით კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთის საშუალებას გაზრდის.

 

 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ავლენს დარღვევებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია  საზოგადოების მხარდაჭერა. იმედი გვაქვს, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება ბუნების დაცვას”,  - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი