მოძრაობა „ხალხისთვის“ - მოვუწოდებთ, ხელისუფლების ყველა შტოს, დაიწყოს მუშაობა შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებზე
24-07-2020, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულში, მეშახტის მიერ დირექტორის კაბინეტში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს მოძრაობა „ხალხისთვის“ ეხმიანება და საქართველოს მთავრობის  ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი გახარიას,  პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

 

 

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

 

საქართველოში მეშახტეების ტრაგიკული გარდაცვალება, გაფიცვები და საპროტესტო აქციები უკვე არავის უკვირს, საზოგადოებამ ისიც გააცნობიერა, რომ შახტებში დასაქმებულთა პრობლემები  ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არ არის. თუმცა, 21 ივნისს ქალაქ ტყიბულში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქვეყნის მმართველებისთვის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე ბევრს არაფერს ნიშნავს.  

 

 

ერთ-ერთმა მეშახტემ დირექტორის კაბინეტში პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. მიზეზი ხელფასის  900 ლარიდან 300 ლარამდე შემცირება გახლდათ. ელემენტარული საარსებო საშუალების დაკარგვამ ადამიანი თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, ეს ფაქტი, რომელიც სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულად (თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით - სსსკ 115) უნდა დაკვალიფიცირებულიყო, ისევ მორიგ ფაქტად დარჩება.

 


ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ტყიბულის ფაქტზე ხელისუფლების ყველა შტოში სრული მობილიზაცია გამოცხადდებოდა და სისტემურ რეფორმაზე დაიწყებდნენ მსჯელობას. საქართველოში კი ამ შემთხვევას მმართველი გუნდიდან, ფაქტობრივად, სიტყვიერი შეფასებებიც არ მოჰყოლია.  

 

 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური და  დასაქმებულზე ორიენტირებული შრომის პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული. ამის გამო დასაქმებულები (აღარაფერს ვამბობთ უმუშევრებზე) ყოველდღიურად ებრძვიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რასაც კიდევ უფრო ართულებს მათ მიმართ შრომითი უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევები.



მიუხედავად უამრავი მცდელობისა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია და არც გადაჭრის გზებზე მუშაობის მცდელობა ჩანს.

 


მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია შრომის პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, აუცილებელია სახელმწიფომ გაიაზროს, რომ ადამიანების სიცოცხლე არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

მოვუწოდებთ, ხელისუფლების ყველა შტოს, აიღოს პასუხისმგებლობა, იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომლის დაცვასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რაც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების მექანიზმების შემუშავებას. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი