ილია ჩაჩიბაია: დღეს ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი
16-02-2014, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დავით თამაზაშვილის აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას სოციალური ქსელით ეხმიანება. იგი მის 2013 წლის 26 აგვისტოს დაკავებასა და ფიზიკური ზიანის მიყენებას იხსენებს და ამბობს, რომ თამაზაშვილი პირადად მონაწილეობდა მის დაკავებაში.  

 

"ჩემი ახლო მეგობრებისთვის ცნობილია, რომ 2013 წლის 26 აგვისტოს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა დამაკავეს და ფიზიკური ზიანი მომაყენეს.

 


ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, რომელსაც დავით თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩემი პატიმრობა რამდენიმე საათი გაგრძელდა, შემდეგ კი გამათავისუფლეს. ალბათ დაინტერესდებით რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი?! - ალბათ რეიდი, რომელიც მიზნად ისახავდა, ღამის საათებში ქუჩაში გასული ახალგაზრდებისთვის ძალის დანახებას. მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ტელევიზია, რადიო, გაზეთი თუ საინფორმაციო სააგენტო კომენტარს მთხოვდა, ირაკლი ღარიბაშვილისადმი ჩემი დიდი პატივისცემის გამო ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრე, არც ახლა ვაპირებ დავწვრილმანდე.

 


ჩემი გულისტკივილი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არათუ დასაჯა დამნაშავეები, არამედ დააწინაურა: ძველი თბილისის რაიონის მეხუთე სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი დავით თამაზაშვილი, როგორც დღეს ირკვევა, აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს. თამაზაშვილი პირადად მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, მას თითიც არ გაუნძრევია იმისთვის, რომ ჩემი ცემა შეეწყვიტათ. მოგვიანებით, როდესაც გაირკვა, რომ გავლენიანი მედია-საშუალების პროდიუსერი და ტელეწამყვანი ვიყავი, საქმეში კი ბევრი მაღალჩინოსანი ჩაერია, საკუთარ კაბინეტში ამიყვანა და მიმტკიცებდა არ გვიცემიხარო. დავით თამაზაშვილის სინანულით გაჟღენთილი ტექსტები ჩემთვის დამაჯერებელი იქნებოდა, რომელიმე დამნაშავე პოლიციელი რომ დაესაჯათ ან მეორე დღეს სასამართლოს, პოლიციის მოთხოვნით, 400 ლარიანი ჯარიმით არ დავესაჯე.

 

 

დაახლოებით 2 თვის წინ, პირადი შეხვედრისას, ამ ფაქტის შესახებ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ვუამბე. ბატონი ალექსანდრე ძალიან შეწუხდა და მითხრა, ვიზრუნებ იმისთვის, რომ საქართველოში მსგავსი რამ არასდროს მოხდესო. მინისტრს, დავით თამაზაშვილისა და სხვა დამნაშავე პოლიციელების გვარები შეგნებულად არ დავუსახელე. რატომღაც ისინი დავინდე, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი" - აცხადებს ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი