საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
26-07-2020, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ვებგვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 


26 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში 6183 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება, ექვსი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

 


„სამწუხაროდ, ერთი გვყავს სამედიცინო პერსონალი და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. დაახლოებით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია. მედპერსონალს რაც შეეხება, ეს არის ერთი კონკრეტული კლასტერი და მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   მარიამ
      
საქართველო მაინც ყველაზე კარგ მდგომარეობაშია.
26 ივლისი 2020 03:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი