თბილისის ვიცე-მერი: ჩვენი პოლიტიკა არ და ვერ იქნება ინდივიდუალური ტრანსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული, რადგან ეს ამ ქალაქის განვითარების ინტერესების ღალატია
26-07-2020, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსებს მიმართავს და თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას კიდევ ერთხელ განმარტავს.

 


ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტის სფეროში შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ინდივიდუალური ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებაში ხედავს.

 


მისითქმით, აღნიშნული მიდგომა კერძო ავტომანქანების აკრძალვას არ ნიშნავს, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდგება დაშესაბამისად, ის მერიის პრიორიტეტი ვერ იქნება.

 


„ყველას, ვინც ბრაზობთ ჩემზე და თბილისის მერიაზე, ყველას, ვინც ლოგიკა ვერ დაიჭირეთ თუ რატომ ვიქცევით ასე, ვისაც არ გჯერათ, რომ სწორია ის, რაზეც ვსაუბრობთ და ვაკეთებთ, ასევე, მათ, ვინც აგრესიას გამოხატავთ - მოკლედ განგიმარტავთ, რაში მდგომარეობს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის არსი.პირველ რიგში, მეც ვარ რიგითი მოქალაქე და შემდეგ, დროებით სახელმწიფო მოხელე. შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც აკეთებს მუნიციპალიტეტი, პირდაპირ მეხება მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს და მერწმუნეთ, ყველა გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, მოქალაქის თვალით ვაფასებთ და ვიღებთ.

 


ფაქტია, რეფორმირების გარეშე სატრანსპორტო სისტემა ვეღარ გაძლებს, ქალაქი ვერ დაიტევს მანქანების იმ ნაკადს, რომლის იმპორტირებაც ყოველწლიურად ხდება. ფაქტია ისიც, რომ არავის გვემეტება ეს ქალაქი მუდმივი საცობებისთვის და არავის გვემეტება ჩვენი შვილები ამ გამონაბოლქვით მოწამვლისთვის.შესაბამისად, გამოსავალი უნდა მოინახოს. გამოსავალი კი ერთადერთია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირება“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

 

 

ვიცე-მერის განმარტებით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კერძო ავტომობილით გადაადგილებასთან შედარებით, ბევრად უფრო კომფორტული გახდეს.

 


„ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის გზა, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა გაიარეს და სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს. რაც უფრო ფართო იქნება გზა, რაც უფრო იაფი და კომფორტული იქნება პარკირება, მით უფრო მეტი იქნება ავტომობილი, საცობი და გამონაბოლქვი. ეს მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებული ფაქტია.ვისაც სჭირდება საკუთარი ავტომობილით მგზავრობა - იმგზავროს, არავინ უშლის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არ და ვერ იქნება ინდივიდუალური ტრანსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული და ამას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ეს ამ ქალაქის განვითარების ინტერესების ღალატია“, - აცხადებს ვიცე-მერი.

 


ჩვენ ვცდილობთ და ვეცდებით, გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და შემცირდეს კერძო მანქანების მოხმარება და ეს იმის ხარჯზე, რომ გაცილებით კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ეს არ ნიშნავს კერძო მანქანების აკრძალვას - უბრალოდ, კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტი არ არის და ვერც იქნება, რადგან ეს ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება.ივლიან თუ არა მაინც კერძო მანქანები, ეს გაღელვებთ? რა თქმა უნდა, ივლიან და იარეთ თქვენც. ჩვენ მხოლოდ იმას ვეცდებით, რომ თქვენთვისაც უფრო კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ვიდრე კერძო ავტომობილით, სხვა არაფერი“, - აცხადებს ვიცე-მერი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი