საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ამჟამად არსებობს ორი ცხელი წერტილი – გარდაბნის რაიონი და მასში შემავალი სოფელი ყარაჯალარი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, მთლიანად გარდაბნის რეგიონში ვირუსის 59 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა ოთხი პროცენტია.
„ზოგადად, მოგეხსნებათ, ორი ცხელი წერტილია ახლა ქვეყანაში. ერთი მთლიანად გარდაბნის რაიონი და თვითონ გარდაბნის რაიონში სოფელი ყარაჯარალი, რომელიც უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია. მთლიანად გარდაბნის რეგიონში 59 შემთხვევა გვაქვს. ექვსი თვითონ გარდაბანში, ქალაქში, ოთხი ყარათაკლიაში, სამი აღთაკლიაში, 29 ყარაჯალარში, ექვსი ბირლიკში და ერთი გამარჯვებაში, რაც მთლიანად ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა ოთხი პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.