დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო
27-07-2020, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრენინგების მონაწილეებს დღეს დისტანციურად შეხვდნენ სოფო კილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და (USAID) მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.

 

 

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, სადაც სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი და კოორდინატორი იმუშავებს. ბავშვიან ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ ბავშვთან დაკავშირებული ყველა სერვისით, ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლონ.

კომიტეტის ძალისხმევით და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით საჯარო უწყებებში კადრების მომზადების პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდა :

 

 

200 სოცმუშაკი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.

 


64 კოდექსის კოორდინატორი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.

 


150 სოცმუშაკი თბილისისთვის,

 


200 კოდექსის კოორდინატორი და იურისტი.

 


ტრენინგები ჩაუტარდა აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალს (ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და პროკურატურის თანამშრომლებს).

 


გადამზადდა ტრენერები ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის.
საჯარო მოსამსახურეების გადამზადება მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

კოდექსი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გადამზადებული კადრებით შეხვდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი