ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდა - სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოწყობილ სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება:
სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის, ჭიდაობის, სპორტული ცეკვების, ჭადრაკის, ტაეკვონდოს, ქართული საბრძოლო ხელოვნების, კრივის, ასევე, მოეწყობა უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი.
სპორტსმენები ამორტიზებული შენობის ნაცვლად თანამედროვე კომპლექსში ვარჯიშს შეძლებენ.
სპორტული კომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ამ ეტაპზე სპორტული კომპლექსის შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები, განათების , გათბობა-გაგრილების და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. მოეწყობა ღია ავტოსადგომიც.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ტურიზმის განვითარება - სრულდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.