კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი გაჩიანს, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი
28-07-2020, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის – გაჩიანი, ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

„ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია: ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა; კიდევ ერთის წყარო არის გაჩიანი; ერთი დადასტურებულის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი; ოთხი არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი არის სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 41 კოვიდინფიცრებული მკურნალობს.

 

 

„გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესებული იყო და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები“, – განაცხადა მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი