ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
28-07-2020, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს, მათივე თხოვნით, კიდევ ერთხელ შეხვდა, სადაც იმსჯელეს საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, რომლებიც მსოფლიო პანდემიამ მოიტანა.

 


საქმე ისაა, რომ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და ზაფხულის არდადეგებზე რეგულარულად მიემგზავრებიან გერმანიაში სამუშაოდ, სადაც მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები და დამსაქმებლები ელოდებიან. პანდემიის გამო კი, ვინაიდან ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლები შეწყდა, მათ გადაადგილების პრობლემა შეექმნათ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. 

 


აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით, 25 ივლისს პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა და სტუდენტების ნაწილი გაემგზავრა გერმანიაში. ლევან კობერიძემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის წვლილი ახალგაზრდების პრობლემის მოგვარებაში.

 


„სტუდენტებთან ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, როდესაც ეს საკითხი დავაყენე პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე მაშინვე გამოეხმაურა მას, ეს საკითხი ასევე გულთან ახლოს მიიტანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ჩართულობით, შევძელით, რომ პირველი ჩარტერული რეისი შემდგარიყო და სტუდენტების ნაწილმა, დაახლოებით 170-მა ახალგაზრდამ, ვისაც ჰქონდა სამუშაო მოწვევა და ელოდებოდნენ დამსაქმებლები გერმანიაში, მოახერხეს რომ ამ რეისით გაფრენილიყვნენ საკმაოდ შეღავათიან ფასად. ძალიან კარგია, რომ მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი შრომით გამოიმუშაონ თანხა, რომელსაც შემდეგ აქ, საქართველოში, საკუთარ თავს მოახმარენ, მათ შორის, სწავლის გადასახადში და ა. შ.“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 


ამ ერთი რეისის მიუხედავად, საკმაოდ დიდი რაოდენობაა სტუდენტების, როგორც უმაღლესი სასწავლებლების ასევე კოლეჯების, ვინც საზაფხულო სამუშაო ვიზა მიიღო და დამსაქმებლები ელოდებიან. საუბარია დაახლოებით 500-მდე სტუდენტზე.



შეხვედრაზე ლევან კობერიძე ახალგაზრდებს დაპირდა, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, როდესაც დაზუსტდება გამგზავრების მსურველი იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც მოწვევები აქვს, კვლავაც გაუწევს თანადგომას და საკითხს დააყენებს სამთავრობო სტრუქტურების წინაშე, რათა მათი დახმარებით და ხელშეწყობით, საჭიროების მიხედვით, მოხდეს ჩარტერული რეისის დანიშვნა გერმანიის მიმართულებით.

 


ლევან კობერიძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა კვლავაც ისევე გულისხმიერებით მოეპყრობა ამ საკითხს, როგორც წინა შემთხვევაში და სახელმწიფო ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი