[ვიდეო] კახა კალაძე: „ჩვენ არ ვკრძალავთ კერძო ავტომანქანებს, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“
29-07-2020, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

 

 

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში  საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განხილვის საგნად იქცა, თუმცა მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. 

 

 

„მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში იქცა დიდი განხილვისა და მსჯელობის საგნად. არიან ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ასევე, არის ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც მოსწონს ჩვენი ხედვა, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას, ინტერესს. ჩვენ არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები.

 

 

სატრანსპორტო პოლიტიკაზე ბევრჯერ გვითქვამს ის, რომ რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ვაჩვენეთ, თუ რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. სტატისტიკას თუ შევხედავთ, თბილისში დაახლოებით, 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება, რაც ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ ახალი ავტომობილი შეიძინონ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება, ჩვენი რელიეფიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ასევე, ისმის კითხვები რატომ არ შეიძლება გზების გაფართოვება? ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის და ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დედაქალაქის მერია თბილისში კერძო ავტომანქანებს კრძალავს, არ არის სწორი. კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

 

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ ვიზიარებთ განვითარებულ დიდ ქალაქებში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს. ისმის კითხვა - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული? გამოსავალი არის ერთადერთი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება  და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირება. ჩვენი ხედვა, სტრატეგია მიმართულია სწორედ ამისკენ. ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლინაობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით - ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული.

 

 

ასევე, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. ამასთან  დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა - ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი სრულად მოპირკეთდა ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ასევე, შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოთ და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.

 

 

ზოგადად ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს კერძო ავტომობილით გადაადგილებას ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ჩვენ ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი