[ვიდეო] კახა კალაძე: „დედაქალაქის მერიამ კულტურის სფეროს ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტი გაზარდა“
29-07-2020, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროს  ხელშეწყობაზე და ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა კულტურის ბიუჯეტი გაზარდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

„თბილისის მერიის პროექტების ფარგლებში, განხორციელდა ისეთი ფესტივალი როგორიცაა „არტ-გენი“, სუხიშვილების ახალი პროექტი „არტეფაქტები“, მუსიკალური პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომელიც წყნეთის ტყეში წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კულტურის ბიუჯეტი იზრდება, რათა ამ სფეროს ყველა მიმართულებას დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დედაქალაქის მერმა პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მუსიკალური საღამოები დაანონსა.

 

 

„1 და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით ორი კონცერტი ჩატარდება. ასევე, გლდანის განახლებულ პარკში, მე-6 მიკრორაიონში, რომელიც გასულ წელს გავხსენით, 1 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირას უკვე „მზიურში“, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ აქტიური კომუნიკაცია გრძელდება ბარებისა და ღამის კლუბების მეპატრონეებთან, რათა მათ უსასყიდლოდ გამოიყენონ თავისუფალი მუნიციპალური სივრცეები დროებითი სარგებლობისთვის, ასევე ელექტრონული სცენის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნითა და ელექტრონული მუსიკის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნებისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი