გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, ადგილზე საგანგებო შტაბი შეიქმნა
29-07-2020, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.

 

 

საგანგებო შტაბის შემადგენლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.

 

 

შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული მდგომარეობის, დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

 

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის  ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს  დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.   პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე  - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და  შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის  დაზიანების შედეგად  წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.

 

 

გრძელდება სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად. სტიქიის ზონაში მოქალაქეებს ეხმარებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის დანაყოფისა და თბილისის  განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

 

 

პრემიერ მინისტრის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანი რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი