საქართველოში ახალი პროფესია ჩნდება – ახალგაზრდული მუშაკის მოსამზადებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება დაიწყო
31-07-2020, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში, პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ მოსამზადებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) მიერ აკრედიტირებული პროგრამა შეიქმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, არაფორმალური განათლების მიმწოდებელ, არსებულ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს გადაამზადებს, აუმაღლებს მათ კვალიფიკაციას, განუვითარებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს. აღნიშნული პროგრამა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების ახალგაზრდებთან ეფექტურ მუშაობას და მათთვის საჭირო კომპეტებციების გადაცემას.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ახალგაზრდობის ცენტრიდან აცნობეს, ახალგაზრდული საქმიანობის მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნები ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ, როგორც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი.

 


პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას „ახალგარზდული მუშაკი“ ახორციელებს, რომელიც არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ აღიარებულ 8 საკვანძო კომპეტენციას გადასცემს და ასევე იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში ეხმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

 

 

„ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია“, სააგენოს სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულებაა და ამასთან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია.


„პროფესიული ახაგაზრდული საქმიანობის“ რეფორმა ითვალისწინებს:


• საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის აღიარებულ პროფესიად ჩამოყალიბებას;


• პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ გადამზდებასა და


• ხარისხზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობის არეალის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.


ახალგაზრდული მუშაკის მომზადების პირველ სახელმწიფოსაგან აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება 30 ივლისიდან დაიწყო და 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

 


აღნიშნულ კურსზე სააგენტო პირველ ეტაპზე იწვევს პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს საქართველოს ათრეგიონში.

 

შერჩევის კრიტერიუმებია:


• ასაკი: 21 +


• განათლება: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.


• გამოცდილება: ბავშვებსა და/ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (რომელშიც იგულისხმება არაფორმალური შეხვედრების, სპორტული, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო და სხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება);


• მაღალი მოტივაცია

 


კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე.


პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი 

 

კურსზე ჩარიცხული პრაქტიკოსი კანდიდატები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ გადამზადების 6 თვიან პროგრამას სახელმწიფოსაგან აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

 


დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული იხილეთ: bit.ly/306Q65X

  
ან ეწვიეთ სააგენტოს გვერდს: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/ 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი