[ვიდეო] კახა კალაძე: „მინდა ვკითხო თბილისელებს, თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით“?
05-08-2020, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა.

 

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის პროექტის განხორციელების შემდეგ, ადამიანების განაწყენება და გაღიზიანება სამართლიანად ესმის, თუმცა მისივე თქმით, საინტერესოა რას გააკეთებდა რიგითი მოქალაქე იმისთვის, რომ დედაქალაქში  არსებული პრობლემები მოეგვარებინა.

 

 

„შეიძლება სადღაც რომელიღაც განვითარებულ ქალაქში „საცობის“ პრობლემა გარკვეული პროექტით მოაგვარეს, თუმცა ჩვენ იმას ვერ გადმოვიტანთ, ვერ დავაკოპირებთ. შეუძლებელია ამის გაკეთება. თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე სპეციფიურია, თითოეულ ქუჩას დამუშავება და დაგეგმარება სჭირდება, რაზეც შესაბამისი ექსპერტები და კომპანიები მუშაობენ. 

 

 

მინდა, არა როგორც ქალაქის მერმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ, დავუსვა იმ ადამიანებს შეკითხვა, ვინც რაღაცით განაწყენდნენ ან გაღიზიანდნენ სამართლიანად. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი და კიდევ ერთხელ მინდა მოგიბოდიშოთ შაბათს მომხდარი შეფერხებისთვის. თუმცა თქვენ, რიგითი თბილისელები, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას გააკეთებდით? აირჩევდით იმას, რომ მოდი, არაფერი გავაკეთოთ, მერე ვიღაცა მოვა და ის მიხედავს, მე თავი რატომ ავიტკივოო? ეს დამოკიდებულება გექნებოდათ  ჩემს ადგილას? მე ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს და არ მინდა ჩემს რომელიმე თანამშრომელს ჰქონდეს. პირიქით, თუ გასაკეთებელია დღეს, გავაკეთოთ იმიტომ, რომ ეს ხვალ წაადგება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა და მის ფარგლებში განხორციელებული თუ განსახორციელებელი ყველა რეფორმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ის ადამიანები კი, ვინც დღეს უკმაყოფილოები არიან, მომავალში თავად დაინახავენ რეფორმის შედეგებს. 

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმის სიკეთეებს მოვესწრებით. ის ადამიანები, ვინც დღეს გვლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, მადლობას გადაგვიხდიან. ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი