თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა
06-08-2020, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი გამოცემის „ილია და თბილისის“ წარდგენა გაიმართა. 

 

 

ახალი გამოცემა, მუშაობის ოთხი წლის ანგარიში, განახლებული ვებგვერდი და მომდევნო ოთხი წლის სამუშაო სტრატეგია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ წარადგინა.

 

 

ღონისძებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები მარიკა დარჩია და თამარ ტალიაშვილი.

 

 

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ამ ოთხი წლის განმავლობაში, არამხოლოდ ახალი სამუზეუმო სივრცეები შეიქნა დედაქალაქში, არამედ სისტემური ცვლილებები განხორციელდა. მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყველა თანამშრომელს, რომლებმაც უდიდესი ზრუნვით შემოგვინახეს ჩვენი ისტორია. სასიხარულოა, რომ დღეს ეს გაერთიანება არის თანამედროვე ორგანიზაცია, რომელიც ყველა გამოწვევას პასუხობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მუზეუმები თანამედროვე სტანდარტებითაა წარმოდგენილი და ფართო აუდიტორიის ინტერესებზეა მორგებული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

 

 

„ილია და თბილისი“  მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა  სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით. 

 

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ქ. თბილისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თბილისის  9 მემორიალური მუზეუმის რეორგანიზაციის (გაერთიანების) შედეგად, 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი