მეცნიერებმა მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში აღმოაჩინეს - მარილიანი წყალი თბილ სეზონზე ნაკადებად მიედინება
28-09-2015, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელმა მეცნიერებმა მარსზე წყალი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC იუწყება. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია, იციან მარსზე გაყინულ მდგომარეობაში წყლის არსებობის შესახებ, თუმცა თხევად მდგომარეობაში წყლის აღმოჩენის ყველა მცდელობა აქამდე უშედეგო იყო.

 

 

მარსზე წყლის აღმოჩენის შემთხვევაში, იქ სიცოცხლის შენარჩუნების შანსები ბევრად გაიზრდება. როგორც ამერიკელი მეცნიერების კვლევამ დაადგინა, წყალი თხევად მდგომარეობაში ზაფხულობით არის დაფიქსირებული და ის მთებიდან მდელოებზე მიედინება. სწორედ მდინარეების კალაპოტების მიხედვით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ „წითელ პლანეტაზე“ წყალი არა მარტო ყინულის სახით, არამედ თხევად მდგომარეობაშიც არსებობს.

 

 

2015 წლის ივლისში, ორბიტალური აპარატ HiRISE -ს კამერებმა წითელ პლანეტაზე დაახლოებით 536 მეტრის სიგრძის მონაკვეთი დააფიქსირეს, რომელზეც კარგად ჩანს ყინულოვანი ფენები. სავარაუდოა, რომ ყინულის კანიონებმა მიწისქვეშა წყლები წარმოშვა. თუმცა, მათი ქიმიური შემადგენლობა მეცნიერებისთვის ამ დრომდეც კვლავ საიდუმლოა. „ნასა“-ს მეცნიერების აზრით, კანიონების სიღრმეში, შესაძლოა წყლის გარკვეული მოცულობა არსებობდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ მარსზე წყლის არსებობა იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ იქ სიცოცხლე იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი