ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში 30 აღებული სინჯიდან COVID 19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა
10-08-2020, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა COVID 19-ის ინფიცირების 16 შემთხვევა.

 


ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები: 

 

 

იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;

 

 

ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის;

 


დაბა მესტიაში, უშგულისა და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებს და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;

 


თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

 


მესტიის მუნიციოპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. მიმოსვლას კი პოლიცია გააკონტროლებს;

 

 

გარდა ამისა COVID 19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ;

 

 

ყველა მოქალაქე რომელიც დატოვებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გაივლის სავალდებულო კარანტინს;

 

 

ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უყწყებების კოორდინირებულ ქმედებებს.

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

 

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქლაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია StopCoV.ge რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეში გადაადგილებას სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი