კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო
11-08-2020, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო. მათგან ხუთი ორთაჭალაში, ორი კი ფონიჭალაში მდებარეობს.

 

 

გორგასალის ქუჩა N39, N41, N91, N111-ში და გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცეები იმ ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც აქამდე მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეები საერთოდ არ არსებობდა.

 

 

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე დასასვენებელი სივრცეები,  კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სატრენაჟორო კომპლექსი, სხვადასხვა ატრაქციონი და გარე განათების ქსელი მოეწყო. ყველა ტერიტორია შემოისაზღვრა ღობითა და საბაღე გაზონით. თითოეული სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე, დამონტაჟდა სკამები, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. 

 

 

სკვერი მოეწყო ფონიჭალაში, სადგურის ქუჩაზეც, რომლის ტერიტორია ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო ასევე, რუსთავის გზატკეცილის N263-ის მიმდებარედ, სადაც გზის საფარიც მოწესრიგდა.

 

 

დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. 

 

 

„ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2018-2020 წლებში 4 ჰექტარამდე სივრცე მოეწყო და გამწვანდა, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე კი, რაიონს უკვე შვიდი ახალი სკვერი შეემატა. ამჟამად, ვიწყებთ ორი ინოვაციური სივრცის მოწყობას - ორთაჭალაში სამდონიანი სკვერის და ფონიჭალაში მრავალფუნქციური სივრცის, სადაც ამფითეატრი, სკეიტ პარკი, სხვადასხვა გასართობი და ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონები განთავსდება“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ. 

 

 

სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 907 000 ლარი გამოიყო. 

 

 

შვიდი ახლადმოწობილი სკვერის გარდა, კრწანისში, დამატებით ექვს მისამართზე საბავშვო გასართობი მოედნები და დასასვენებელი ზონები ეწყობა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი