ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია.
„სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი მოსახლეობას არ ექნება. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტიდან გამოვიტანთ გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებით უზრუნველყოფა. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისსა და ყარაჯალარში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს.
ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.